Thursday, November 26, 2009

1. პროექტის სახელი: გეომეტრიული ფიგურები.

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: გეომეტრიული ფიგურების შექმნა სხვადასხვა მასალისგან.

3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვებმა ისწავლონ მათთვის უკვე კარგად ნაცნობი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ამა თუ იმ სხეულის აგება, როგორც ქაღალდის, ისე მუყაოსა და პლასტელინის გამოყენებით.

4. მონაწილეთა ასაკი: 6 წლის. პირველი კლასი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვებმა თავისთვის ნაცნობი გეომეტრიული ფიგურები უნდა დაამზადონ სხვადასხვა მასალისგან: ქაღალდი, მუყაო, პლასტელინი. ქაღალდისგან უნდა გამოჭრან წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი. მუყაოსგან გამოჭრან და შეაწებონ კუბი. პლასტელინისგან უნდა დაამზადონ კუბი და ბირთვი.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოცემული მასალები მიზანდასახულად გამოიყენონ სხვადასხვა პროდუქტის შესაქმნელად, გაითავისონ გეომეტრიული ფიგურების მნიშვნელობა როგორც საგნის დონეზე, ასევე პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისითაც.

8. სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ სკოლის თვალსაჩინოებებთან

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ___

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა.

12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ზაქარიაძე

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ნინო.ნინი.ზა@გმაილ.ცომ

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: